ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის კუთხით ღირსეული რეფორმები გატარდება. მისი თქმით, სააკაშვილის მიერ აშენებული საავადმყოფოები არ შეესაბამება სტანდარტებს. ამიტომ ახალ მთავრობას მოუწევს ამ კუთხითაც ცვლილებები განახორციელოს. მან აღნიშნა, რომ მის მიერ დაფინანსებული რესპუბლიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია იძულებით შეაჩერებინეს. ივანიშვილი გეგმავს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფო უმაღლესი ევროპული დონის კლინიკად აქციოს.