შევარდნაძემ მადლობა გადაუხადა იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც უკვე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს დაუყოვნებლივი და დამოუკიდებელი გამოძიება, დააპატიმროს ყველა დამნაშავე პირი და უზრუნველყოს დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა.
84 წლის შევარდნაძე აცხადებს, რომ ის ამაყობს ახალგაზრდობით და სტუდენტებით, რომლებმაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციებზე სამართლიანი მოთხოვნები წამოაყენეს. ამავე დროს, შევარდნაძე ახალგაზრდებს სიმშვიდისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდებს, რათა არ წამოეგონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც 1 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩაშლას ემსახურება, _ ამ ინფორმაციას სააგენტო vesti.ru აქვეყნებს.






























































