შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბიძინა ივანიშვილის ადგილობრივ საზოგადოებასთნ შეხვედრის დეორგანიზაციას ცდილობდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და მკაცრი მოთხოვნების შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სცენის დამოტაჟებას დასთანხმდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ დაზუსტებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სცენის დადგმას ჯარიმის სანაცვლოდ დასთანხმდა. კოალიციის წარმომადგენლებთან მისული ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ შეხვედრისთვის თვითმმართველობის ორგანოსათვის არ იყო წინასწარი მიმართვა. ამიტომაც, სცენის დადგმა და შეხვედრის გამართვა კანონდარღვევა იქნებოდა, რასაც ვერ დაუშვებდნენ. საკითხის გარკვევაში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაში მყოფი მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვნენ. ადგილობრივების წინააღმდეგობის შედეგად, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა განაცახდეს, რომ სცენის დამონტაჟებას ხელს არ შეუშლიდნენ, თუმცა თვითმმართველობა ადმინისტრაციულ წესით მომხდარზე ჯარიმას დაადგენდა. კოალიციის წარმომადგენლები შეთანხმებას დასთანხმდნენ.