ტრადიციულად პრეზიდენტმა ისაუბრა რუსულ აგრესიაზე და მის მცდელობაზე,ნებისმიერი მეთოდითა და საშუალებით დაანგრიოს ახლაგაზრდა დემოკრატია.
“რუსეთი კვლავ ცდილობს ბინძური ფულით ქვეყნის უკან დაბრუნებას, ასევე სამხედრო ჩარევით და პარტიზანული შეტევებით, თუმცა ამის მიუხედავად საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა,” _ განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა მსოფლიო საზოგადოებას სთხოვა ყურადღება გაამახვილონ რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრაზე მის მიერ ოკუპირებულ სამხერეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რაც პრეზიდენტის თქმით სრულიად არაა შემთხვევითი, რომ დაემთხვა საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.
სააკაშვილმა განაცხადა , რომ საარჩევნოდ რუსეთიდან საქართველოში მილიარდობით დოლარი შემოვიდა.რუსეთი ვერ ეგუება მარცხს გაენადგურებინა ახალგაზრდა დემოკრატია.
“რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა 2-ჯერ აღიარა, რომ საქართველო წარმატებული რეფორმების ქვეყანაა და კარგი იქნებოდა ,თუ რუსეთი რამდენიმე მათგანს საკუთარ პრაქტიკაში დანერგავდა.” _ განაცხადა პრეზიდენტმა გეროს ტრიბუნიდან.
პრეზიდენტი მოკლედ შეეხო სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ კრიზისს და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოიქცა, ისე როგორც იქცევიან დემოკრატიული ქვეყნები, გადადგა 2 მინისტრი, დაიწყო გამოძიება
“ეს ცუდი მაგალითი იყო იმ ქვეყნებისთვის რომლებსაც საქართველოს კარგად ყოფნა უნდათ,” _ აღნიშნა პრეზიდენტმა ციხის კრიზისზე საუბრისას.
სააკაშვიმა ისაუბრა 1 ოქტომბრის არჩვენების მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ არასოდეს არ ყოფილა არჩევნები ისეთი კონკურენტული როგორც ეს ამჟამადაა.
მან ისაუბრა მასთ ქერისა და მასთ ოფერის დანერგვაზე,უპრეცედენტო სატელევიზიო დებატებზე პრემიერ -მინისტრობის კანდიდატებს შორის.