
გავრცელებული კადრების მიხედვით, სამხედრო მანქანები გამოჩნდნენ: 4:20 წუთიდან, შეიარაღებული ძალების 80–მდე წარმომადგენელი მაქალაქეების დაშლას ცდილობს პოლიციის უფროსის მითითებით: 4:43 წუთიდან, სამხედროები ფორმებზე წარწერების დამალვას ცდილობენ” 9:33 წუთიდან.
„გურია ნიუსი“ რამდენიმე დღეა ცდილობს გაარკვიოს თავდაცვის სამინისტროსგან, თუ რის საფუძველზე მოხდა სამხედრო ძალების შეყვანა მესტიაში, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის მიხედვით:
1. სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. ამასთან, საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალთა გამოყენება დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე.
24 სექტემბერს, ჩვენ ვესაუბრეთ, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელს, ლელა აბრამიშვილს, რომელმაც გაგვიცხადა, რომ ამის შესახებ განმარტება თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გააკეთეს. გადამოწმების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი იყო და არანაირი ოფიციალური განმარტება არ არსებობდა. იმ დღეს ლელა აბრამიშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
„გურია ნიუსი“ დღეს კვლავ დაუკავშირდა ლელა აბრამიშვილს და ჩვენს კითხვაზე, _ დაეკონკრეტებინა თუ სად შეიძლებოდა მათი განმარტების მოძიება, ტელეფონი ისევ გაგვითიშა. ამის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ნინო პოტრიჟებსკაიას დავუკავშირდით, რომელმაც ასევე მოისმინა ჩვენი კითხვა და ტელეფონი გაგვითიშა. რამდენიმე წუთში, მისგან ტელეფონზე ტექსტური შეტყობინება მივიღეთ თავდაცვის სამინისტროს მეილის და იმის მითითებით, რომ კითხვა ამ მისამართზე გადაგვეგზავნა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს” წევრის, თეონა აქუბარდიას განმარტებით, სამხედრო ძალების გამოყენებას არეგულირებს ქვეყნის კონსტუტიცია და შესაბამისი კანონმდებლობა. კონსტუტუციის თანახმად სამხედრო ძალების დანიშნულებაა ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა.
_ ამასთან, სამხედრო ძალების გამოყენების გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს არაუგვიანეს 48 საათისა. სამხედრო ძალების ქვეყნის შიდა საქმეებში გამოყენება იზღუდება კანონმდებლობით. მხოლოდ საგანგებო ვითარებისას შესაძლებელია შეიარაღებული ძალების გამოყენება, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ის რაც მოხდა მესტიაში, არის კონსტუტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, იმ შემთხვევაში თუ ის სამხედროები წარმოადგენდნენ შეიარაღებულ ძალებს. ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტრო არ აკეთებს ამ უმნიშნელოვანეს საკითხზე კომენტარს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ან ეს სამხედროები უკანონო ფორმირების წარმომადგენლები იყვნენ და ამიტომაც არ კეთება კომენტარი თავდაცვის უწყებიდან ან მოხდა კონსტუტუციის დარღვევა უშალოდ ამ უწყების მხრიდან და ისინი იყვნენ სამხედრო ძალების წარმომადგენლები. ორივე შემთხვევაში უნდა დაწყებულიყო გამოძიება და შესაბამისი რეაგირება უნდა მომხდარიყო პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირობებში, _ აცხადებს თეონა აქუბარდია „გურია ნიუსთან“


































































