ამისთვის უკვე მობილიზებული ჰყავთ მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებსაც საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდიან. ინფორმაციას ამის შესახებ “გურია ნიუსს” ერთ-ერთი სამარშუტო ტაქსის მძღოლი აწვდის.
_ გაგვაფრთხილეს, 28 სექტემბერს, ადრე დილით, თბილისის მიმართულებით “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები უნდა გადაიყვანოთო და ჩვენც, მძღოლები “ნაციონალური მოძრაობის” სამსახურში ვართ, – გვითხრა მძღოლმა.