“ოცნების” აქტივისტებთან რეკავენ ჩოხატაურის პოლიციის უფროსი ტატო ვასაძე, თანამშრომლები ლაშა კობალაძე და მალხაზ მამალაძე. ისინი აქტივისტებს ეკითხებიან: “ხართ თუ არა “ოცნების” მხარდამჭერი?” და პასუხის მიღების შემდეგ, ეუბნებიან: “თქვენს ანგარიშზე ჩაირიცხა 250 ლარი და უნდა გავრკვიოთ მისი წარმომავლობა”.
პოლიციაში დაბარებულები ამბობენ, რომ მათ ანგარიშზე არანაირი თანხა არ ჩარიცხულა, “ქართული ოცნების” შტაბში კი ამ მასობრივ დაბარებებს წინასაარჩევნოდ დაშინების მცდელობით ხსნიან.