საარჩევნო უბნებზე უკვე მიტანილია საარჩევნო ბიულეტენები. უბანი ექვსი საათის შემდეგ დახურული იყო, მაგრამ ორი საათის წინ გაიღო.
_ ბიულეტენები დალუქულია და სეიფს ლუქი ადევს. ჩვენ ახლა პოლიციის დაცვის თანამშრომლებს ველოდებით და როგორც კი მოვლენ, ჩვენ დავტოვებთ უბანს, _ გვითხრა ელენე წიტაიშვილმა.
60/55 უბნის შესასვლელთან იმყოფებოდა ქალაქ ოზურგეთის რწმუნებული კახა მეგრელიშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ უბანი დახურული იყო და არ შეიძლებოდა ჩვენი იქ შესვლა. როდესაც ჩავეძიეთ, რა უფლებით გვეუბნებოდა ამას, შედიოდა თუ არა ეს მის მოვალეობაში, პასუხი არ გაგვცა.
ბოლო ინფორმაციით, შსს გურიის მთავარი პოლიციის სამმართველოსთან დაცვის პოლიციის თანამშრომლების მობილიზაცია ხდება და ისინი მთელ ღამეს, სავარაუდოდ, საარჩევნო უბნებზე გაათენებენ.