_ დამიკავშირდნენ ტელეფონით და მითხრეს, რომ პოლიციაში ვარ დაბარებული.
_ ქალბატონო ნათელა, ვინ დაგიკავშირდათ?
_ კახა კილაძე, ასე გამეცნო თვითონ.
_ და რა გითხრათ, რატომ ხართ დაბარებული პოლიციაში?
_ მარტო, ეს მითხრა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის გამოო, დანარჩენს, რომ მობრძანდებით მაშინ გეტყვითო.
შეგახსენებთ, რომ ნათელა თოხაძე, 2012 წლის აპრილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის სამურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ქალბატონი ნათელას განცხადებით, მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა. ის, მის გათავისუფლებაში სოფლის რწმუნებულს ამხელს და განმარტავს, რომ ვინაიდან იგი არ ასრულებდა მის დირექტივებს, სოფლის რწმუნებულმა შესაბამის ორგანოებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საჯარო სკოლის დირექტორი იყო ოპოზიციურად განწყობილი, რაც გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი.
ნათელა თოხაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც „ქართული ოცნების“ ოზურგეთის აქციაზე სიტყვით გამოვიდა.