“ვანო მერაბიშვილის გასაგონად, რომელიც ამბობს, რომ 2 მილიარდია საქართველოს ბიუჯეტში, მინდა ვთქვა, რომ სინამდვილეში არის 215 მილიონი ლარი, რომლის დახარჯვა შეუძლია ფინანსთა სამინისტროს. დანარჩენ თანხებს ჰყავს კონკრეტული პატრონი. მაგალითად, თბილისის მერია, ბათუმის მერია, შპს “საქართველოს რკინიგზა”. ამიტომ, როდესაც ბატონი მერაბიშვილი ამაზე საუბრობს, კანონებში ჩაიხედოს, სადაც წერია, რომ თბილისის მერიის ხარჯებს ფინანსთა სამინისტრო ვერ. ასევე, შპს “საქართველოს რკინიგზის“ თანხებსაც ვერ აკონტროლებს ფინანსთა სამინისტრო. მინდა, მოვუწოდო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ახლა მაინც დაანებონ ტყუილებს თავი,” _ განაცხადა ნოდარ ხადურმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved