_ ბატონო არჩილ, მთავარ პროკურატურაში შემოსულია თუ არა კონკრეტული საჩივრები როლანდ და დათა ახალაიების წინააღმდეგ?
_ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, ვერც დავადასტურებ და ვერ უარვყოფ, რადგან ასეთი საკითხები არის კოფიდენციალური და მისი შესწავლა და დამუშავება ხდება კანონით განსაზღვრულ ვადებში.
_ დათა ახალაია ერთ-ერთი მთავარი პერსონაა გირგვლიანის საქმეში, რომელზედაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს.
_ ჩვენ ვთქვით, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ჩავატარებთ ახალ გამოძიებას. რომელიც უახლოეს დროში განხორციელდება.