ღლონტმა ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ჯერ ოფიციალურად გათავისუფლებული არ არის, მაგრამ, ალბათ, მალე გაუშვებენ.
_ბატონო მანუჩარ, როგორც ვიცით, თბილისში დაგიბარეს და გამოგიცხადეს, რომ სამსახურიდან უნდა წასულიყავით, ჩააბარეთ იარაღი და ა.შ.
_ ჯერ არ ვარ გათავისუფლებული. კი ვიყავი და ჩავაბარე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამათავისუფლეს. თქვენ რა გაინტერესებთ, ვმუშაობ თუ არა? ოფიციალურად ჯერ განთავისუფლებული არ ვარ, მაგრამ, ალბათ, მალე გამათავისუფლებენ.