https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მანდარინის რაოდენობა შემცირდა, ხარისხი კი გაუმჯობესდა

15:11; 10.11.2012
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

აქედან, 56 ათასი ტონა აჭარაზე მოდის, 8 ათასი ტონა გურიაზე და 1000 ტონა სამეგრელოზე. როგორც ექსპერტები აცხადებენ, წელს ყველა ამ რეგიონში ციტრუსისთვის კარგი კლიმატური პირობები იყო. დაბალი მოსავლიანობის მიზეზად დარგის სპეციალისტები მეწლეურობას ასახელებენ. “პერიოდული მსხმოიარობა _ მეწლეურობა, ყველა ხეხილის დამახასიათებელი თვისებაა. ხე ერთ წელიწადს 100 კილოგრამს თუ მოისხამს, მეორე წელს მისი მოსავლიანობა ნახევრდება. მეწლეურობიდან გამომდინარე, წელს ამაზე მეტ მოსავალს არ ველოდით. მართალია მოსავლიანობა შემცირდა, თუმცა ხარისხი უფრო მაღალია,” _ გვითხრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა და აგროსერვისცენტრის მიწვეულმა სპეციალისტმა შოთა ლამპარაძემ.

ფერმერები აცხადებენ, რომ მათი მთავარი პრობლემა, პროდუქციის გასაღების ბაზრის სიმცირე და შესაბამისად, რეალიზაციის ნაკლებობაა. ეს კი ციტრუსზე არსებული დაბალი ფასის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. ფინანსების სიმცირის გამო, ფერმერებს უჭირთ შხამ-ქიმიკატების შეძენა და მუშახელის დაქირავება.

საქართველოში დაკრეფილი ციტრუსის 70 პროცენტი ექსპორტზე გადის. ქართული მანდარინის ექსპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით უკრაინაში ხორციელდება, ასევე მაღალია მოთხოვნა ბელორუსში, აზერბაიჯანში, სომხეთში, პროდუქცია გადის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში და ა.შ.

აჭარის ახლადდანიშნულმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ ციტრუსის ექსპორტის გაზრდაზე, სამინისტრო აქტიურად მუშაობს: “სამინისტროში მოსვლის პირველივე დღიდან, შეხვედრები მქონდა გადამზიდავებთან, შემფუთავ ქარხნებთან, სასერთიფიკაციო ორგანოებთან, სავაჭრო პალატასთან, რომ იყოს ერთი ფანჯრის პრინციპი. რაც შეეხება ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს. წელს ყველა მოლოდინში ვართ, ხომ არ გაიხსნება რუსეთის ბაზარი, მაგრამ ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, როგორ გადაწყდება, არავინ ვიცით და ამას ვერ დაველოდებით… აქტიურად ვმუშაობთ, რომ ექსპორტიორმა კომპანიებმა მანდარინი უკვე არსებულ ბაზრებზე შეფერხებების გარეშე გაიტანონ, ამავდროულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ საქესპორტო ბაზრებზე შესვლასთან დაკავშირებით… უკრაინაში უკვე გაიგზავნა მანდარინის პირველი პარტია. ახლა იტვირთება ბორანი და მომდევნო პარტიასაც გავუშვებთ. კვირის ბოლომდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავლენ ბელარუსში. მოლაპარაკებები გაიმართება და სავარაუდოდ წელს ბელარუსში შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი რაოდენობის ციტრუსი გავა ექსპორტზე. გუშინ გვქონდა მოლაპარაკებები პოლონელებთან, თუმცა რამდენად მოხერხდება პოლონურ ბაზარზე შესვლა და რა რაოდენობით, ამის შესახებ დაზუსტებული პასუხი მოკლე ხანში გვექნება. ასევე ერთ-ერთი ექსპორტიორი კომპანია დაინტერესებულია მანდარინის ევროკავშირის ქვეყანაში შეტანით, ალბათ დიდ რაოდენობას არ გაიტანენ. ამ საკითხზე ახლა იწყება საუბარი და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ,” – ამბობს ზაურ ფუტკარაძე.

ქართული მანდარინის ექსპორტი წელს პირველად ირანში გახორციელდება. ირანულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ახალ საექსპორტო ბაზარზე პროდუქციის პირველი პარტია გაიგზავნება: “მოგეხსენებათ, ირანი დიდი ქვეყანაა და შესაბამისად სარეალიზაციო ბაზარი ფართოა. სატრანსპორტო კუთხით ჩვენთვის ეს ქვეყანა საკმაოდ მოსახერხებელია. პროდუქცია თურქეთის გავლით პირდაპირ ირანში მოხვდება. გადაზიდვა ძირითადად ავტოტრანსპორტით მოხდება. ირანული მხარისგან ამ საკითხზე დადებითი პასუხი მივიღეთ. ახლა ზუსტდება დეტალები, მაგალითად, განბაჟების საკითხი; რა მოთხოვნებია ირანში პროდუქციის შეტანის დროს და სხვა, რომ შემდეგ, მანდარინით დატვირთული ტრანსპორტი საზღვარზე არ გაჩერდეს,” _ გვითხრა ზაურ ფუტკარაძემ. შეკითხვაზე, ერთი კვირის შემდეგ შესაძლებელი იქნება თუ არა ქართველმა ექსპორტიორებმა ირანში პროდუქცია შეიტანონ, მან გვიპასუხა: გვინდა, რომ ეს პროცესი უფრო ადრეც დაიწყოს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ წლევანდელ სეზონზე აზერბაიჯანში მანდარინის განბაჟების ტარიფი მაღალია, რომელიც რამდენიმე თვის წინ აწიეს. ზაურ ფუტკარაძე ამბობს, რომ მათ ცენტრალური ხელისუფლების წინაშე ეს საკითხი დაყენებული აქვთ და აზერბაიჯანულ მხარესთან ტარიფის გადახედვაზე მუშაობა უკვე დაწყებულია: “ვფიქრობთ, რომ რეალური ტარიფი იყოს. მუშაობა აზერბაიჯანულ მხარესთან უკვე მიმდინარეობს. ამ საკითხს ჩვენ ვაჩქარებთ. სეზონი პრაქტიკულად დაწყებულია. როგორც კი ამინდი გამოვა, მანდარინის დაკრეფის პროცესი აქტიურ ფაზაში შევა. ლოდინის დრო არ გვაქვს. ნაბიჯებს ოპერატიულად და გააზრებულად ვდგამთ,” _ ამბობს ზაურ ფუტკარაძე.

ადგილობრივ ბაზარზე მანდარინის ფასს რაც შეეხება, დღეს ბათუმში მაღალი ხარისხის მანდარინი 80 თეთრი ღირს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მანდარინის მასობრივად კრეფის დაწყების შემდეგ, ფასი 15-20 თეთრით შემცირდება. შარშან, ამ პერიოდში ბათუმში მანდარინი 60 თეთრი ღირდა. წელს მოსავალი შემცირდა, ხარისხი გაიზარდა და შესაბამისად, გასაყიდი პროდუქციის ფასმაც მოიმატა: “სახელმწიფოს არ აქვს უფლება ფასის განსაზღვრაში ჩაერიოს. ამას თავისთავად ბაზარი არეგულირებს. თუ პირადად ჩემი მოსაზრება გაინტერესებთ, არა როგორც მინისტრის, რა თქმა უნდა, მე დაინტერესებული ვარ, რომ ფასი იყოს მაღალი. თუ მაღალი ფასი იქნება წელს, ამის იმედს კი იძლევა ის, რომ მოსავალი ხარისხობრივად შარშანდელზე უკეთესია, ამით ჩვენი ფერმერების, მანდარინის მწარმოებლების პირობები ბევრად გაუმჯობესდება, რაც ხელს შეუწყობს დარგის აღორძინებას,” _ აღნიშნავს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

აჭარის რეგიონში _ ქობულეთში ერთი კონცენტრატების ქარხანა ფუნქციონირებს. ფერმერები ქარხანას, ძირითადად, არასტანდარტულ და უფერულ მანდარინს აბარებენ, რადგანაც ბაზარზე ასეთი მანდარინი ნაკლებად მოთხოვნადია. გასულ წელს და უფრო ადრე, ხშირ შემთხვევაში ფერმერები ამჯობინებდნენ არასტანდარტული პროდუქტია არ დაეკრიფათ, რადგან ქარხანა მათ დაბალ ფასს სთავაზობდა. შარშან ქობულეთის ქარხანა ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინში ფერმერებს 10-12 თეთრს უხდიდა. პროდუქცია კი ქარხანამდე თავად უნდა მიეტანათ. ფერმერები აცხადებდნენ, რომ მანდარინის დაკრეფის და ტრანსპორტირების ღირებულება ამ ფასს აღემატებოდა. შესაბამისად, როგორც აღვნიშნეთ, გასულ წლებში არასტანდარტულ და უფერულ მანდარინს ისინი არ კრეფდნენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს მცენარისთვის სასარგებლო არ არის, რადგანაც ხეზე დატოვებული ნაყოფი მომდევნო წელს მოსავლიანობის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მეციტრუსეები წელს არასტანდარტულ და უფერულ მანდარინს არ იზარალებენ. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ მხრივ არსებული პრობლემა უკვე მოგვარებულია. სამინისტრო და ქობულეთის კონცენტრატების ქარხნის ხელმძღვანელობა შეთანხმდნენ, რომ ქარხანა ფერმერებს ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინში 15 თეთრს გადაუხდის: “ჩვენ შევთანხმდით, რომ ქარხანა სოფლების და უბნების მიხედვით თავის სატრანსპორტო საშუალებას გააგზავნის და მოსახლეობისგან არასტანდარტულ მანდარინს ჩაიბარებს. ფერმერები ერთ კილოგრამ არასტანდარტულ პროდუქციაში 15 თეთრს ხელზე აიღებენ. სატრანსპორტო ხარჯები ერთ კილოგრამზე 5 თეთრია. ამ თანხას კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დაფარავენ. ამ მხრივაც გვქონდა შეხვედრები. ვფიქრობ, ეს არა მარტო აჭარისთვის, არამედ, მისი შემოგარენისთვისაც მნიშვნელოვანია. გვსურს, რომ ამ საკითხზე გურიის რეგიონის ხელმძღვანელობასაც დაველაპარაკოთ და ერთობლივი ხედვა გვქონდეს,” _ გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ.

ქობულეთელ ფერმერს ემზარ რომანაძეს მანდარინის პლანტაცია 5000 მეტრზე აქვს გაშენებული. ბაღში ფერმერმა გასულ წელს 12 ტონამდე მანდარინი დაკრიფა, თუმცა 30-40 პროცენტი არასტანდარტული იყო, რომელიც ბაზარზე რეალიზებისთვის გამოუსადეგარია. ემზარ რომანაძე აცხადებს, რომ არასტანდარტული მანდარინი არც კონცენტრატების ქარხანაში ჩაუბარებია, რადგანაც ქარხანა მიზერულ თანხას სთავაზობდა. წელს მის ბაღში მოსავლიანობა მაღალია. ამის მიზეზად ციტრუსის თანამედროვე სტანდარტებით მოვლას ასახელებს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტ _ “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივაის” (EPI)-ის ფარგლებში შეისწავლა. პროექტისთვის შერჩეული ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, ადგილობრივ ფერმერებს ასწავლიან თუ როგორ უნდა გამოიყენონ მარტივი ტექნოლოგიები მანდარინის მოსავლიანობის და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად. “არასტანდარტული მანდარინი გასულ წელს 10 თეთრი ღირდა, რაც მხოლოდ ნაყოფის დაკრეფის ხარჯებს ფარავს. შარშან მოსავლის 30-40 პროცენტი ვიზარალე. წელს ჩემს ბაღში მოსავლიანობა მაღალია. სამეზობლოში, ყველა მეციტრუსეა და მათ ბაღებში სულ სხვა ვითარებაა. ცუდი მოსავალია. ზოგი არ მონაწილეობდა (EPI)-ის პროექტში, ზოგმა ექსპერტების ინსტრუქციები არ გაითვალისწინა. (EPI)-ის პროექტში წელს, გაზაფხულზე ჩავერთე. ბაღში ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც ამას ექსპერტები გვასწავლიდნენ. ისინი მპირდებოდნენ, რომ თანამედროვე მიდგომებით და ტექნოლოგიებით არასტანდარტული მანდარინის რაოდენობა შემცირდება და მოსავლიანობა გაიზრდება სტანდარტულის ხარჯზე. დანაპირები გამართლდა, მართლაც კარგი მოსავალი მაქვს,” – აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას  სოფელ ლეღვაში მცხოვრებმა ემზარ რომანაძემ. ფერმერი წელს მანდარინის ბაღში 15 ტონა ციტრუსის დაკრეფას ვარაუდობს.

აჭარის რეგიონში პროგნოზირებული 56 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალი რაიონებზე შემდეგნაირად ნაწილდება: ქობულეთი _ 30 977 ტონა, ხელვაჩაური – 21 200 ტონა, ბათუმის მიმდებარე სოფლებში კი – 3825 ტონა.

ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მცხოვრებმა ფერმერმა ვანო კუნჭულიამ გასულ წელს 100 ტონა მანდარინი დაკრიფა, მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველოში ციტრუსის მოსავალი შემცირებულია, მის ბაღში მოსავლიანობა მაღალია. ფერმერი ვარაუდობს, რომ მისი წლევანდელი მოსავლის მოცულობა 130 ტონამდე იქნება: “შრომა არც წელს მიმიკლია და არც შარშან, მაგრამ გასულ წელს ალბათ უხარისხო შხამ-ქიმიკატები იყო შემოტანილი, წამალმა არ იმუშავა და კარგი მოსავალი არ მქონდა. წელს, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხის მხრივ, ბევრად უფრო კარგია მოსავალი. სესხი გამოვიტანე ბანკიდან და ყველაფერი ამით გავაკეთე. ჩვენი, მეციტრუსეების მთავარი პრობლემა მანდარინის დაბალი ფასია. ხარისხიანი მანდარინი, მინიმუმ, ერთი ლარი მაინც უნდა ღირდეს, რომ მისი მოვლა გვიღირდეს. მე უზარმაზარი შრომა მაქვს ჩადებული კარგი მოსავალი რომ მიმეღო, ამას დამატებული შხამ-ქიმიკატები, მუშახელი… მოსავალს ექსპორტიორ კომპანიას ვაბარებ. მასთან უკვე ორი წელია ვთანამშრომლობ, რომელსაც პროდუქცია უკრაინაში გააქვს… მანდარინის კრეფა დაწყებული გვაქვს. პირველ პარტიას უკვე ვამზადებ და რამდენიმე დღეში ალბათ წაიღებენ. ფასზე ჯერ არ შევთანხმებულვართ,” – გვითხრა ვანო კუნჭულიამ.

საქართველოში საადრეო და საშუალედო მანდარინის ჯიშების დაკრეფა უკვე დასრულებულია. უნდა აღინიშნოს, რომ საშუალედო მანდარინი ქართველ ფერმერებს მცირე რაოდენობით აქვთ გაშენებული. ჩვენთან, ძირითადად, საადრეო და საგვიანო მანდარინია გავრცელებული. საგვიანო ჯიშების შერჩევითი _ დამწიფებული მანდარინის კრეფა, ერთი კვირის უკან დაიწყო. სპეციალისტები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღეში ეს პროცესი მასიურ სახეს მიიღებს. საგვიანო ჯიშები 7 ნოემბრის მერე იკრიფება, თუმცა წელს კარგი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ციტრუსი ადრე დამწიფდა. საქართველოში მანდარინის დაკრეფის პროცესი ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას სწავლობს

14:50; 6 სექტემბერი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

17:05; 4 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის – ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები

18:59; 3 სექტემბერი, 2026
მთავარი

მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

16:59; 3 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას

17:14; 2 სექტემბერი, 2026

გურიაში სოდ-ის უფროსი გაათავისუფლეს

"ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდა უსაფუძვლოა"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026
საზოგადოება

გომისმთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია

16:56; 7.09.2026
საზოგადოება

შველი მდინარე სუფსაში

16:42; 7.09.2026
საზოგადოება

გრიბოედოვის #29-ის მცხოვრებლები წვიმის დროს ისევ ზარალდებიან

15:40; 7.09.2026
საზოგადოება

„წარღვნა და მეორე მოსვლა“ _ გურიაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

14:26; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო