ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ინტერნეტ პორტალი www.takvim.com.tr-ი ავრცელებს. პორტალის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ელექტროსადგურს ერთობლივად ააშენებენ და გარდა ამისა, თანამშრომლობას გააღრმავებენ.
გამოცემას ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით ივანიშვილის კომენტარიც მოჰყავს, რომელიც კმაყოფილებას გამოხატავს და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვნად აფასებს.