ალილოს მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, კოტე შარაშენიძემ. ალილოს წლევანდელ მსვლელობაში აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ ოზურგეთელი საჯარო მოხელეები. თუ ისინი წინა წლებში შესაბამისი სამსახურების ადმინისტრაციულ შენობებთან ეგებოდნენ მეალილოეებს, წელს ასეთი ჟესტით არ გამოირჩეოდნენ. ეს ტრადიცია მხოლოდ სამართალდამცავებმა არ დაარღვიეს და საშობაო მილოცვის ნიშნად ტკბილეული გადასცეს მეალილოეებს. ტრადიციას არც ოზურგეთელმა კახა ღლონტის ოჯახმა უღალატა და ალილოს მონაწილეებს ძვირფასი საჩუქარი გადასცა. ალილოს მსვლელობის დროს უამრავი ტკბილეული, ხილი, ღვეზელი და სხვა სახის პროდუქტები შეგროვდა, რომელიც გადანაწილდება გურიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის ბენეფიციარებზე და რამდენიმე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახზე.