ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის მცხოვრებლებმა, სოფლის რწმუნებულმა მზია სალუქვაძემ და ადგილობრივმა მკვიდრმა, სტიქაროსანმა გიორგი ხინიკაძემ სოფელში ალილო ჩაატარეს.მათ გზადაგზა სოფლის მცხოვრებლებიც უერთდებოდნენ.
გიორგი ხინიკაძე, სტიქაროსანი: ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, ასევე ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ვულოცავთ დაბადების 80 წლისთავს და აღსაყდრებიდან 35 წელს. ძალიან ბედნიერები ვართ დღევანდელი დღის მადლით, უფალი ფარავდეს ქართველ ერს.