შსს-ს ინფორმაციით: ”დაკავებულებმა საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 8 იანვარს, 15:15 სთ-ზე განახორციელეს და იარაღის მუქარით ბანკიდან 8 000 ლარამდე ფულადი თანხა გაიტანეს.
ყაჩაღობის ბრალდებით 2-ჯერ ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული გიორგი ყ, წარსულში ყაჩაღობაზე 2-ჯერ ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული ბესიკ ჯ. და წარსულში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული ლევან ხ, ქ. რუსთავში, მეგობრის ბინაში დააკავეს.
დაკავების ადგილიდან სამართალდამცველებმა „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი და მცირედი ფულადი თანხა ამოიღეს.
გამოძიება სსსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.”