“მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ყველა საკითხი კეთილმეზობლური პოლიტიკის კონტექსტში უნდა გადაწყდეს.
მოგვიანებით, იგეგმება გაფართოებული შეხვედრა, სადაც საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას,” _ ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.