_ რამდენიმე წუთში ვაპირებ მისვლას სამმართველოში. დღეს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დაკითხვაზე უნდა მივსულიყავი, _ გვითხრა ნაცვალაძემ.
შეგახსენებთ, რომ როგორც “გურია ნიუსს” წყარომ აცნობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ნესტორ რამიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი, წყაროს თქმით, ნესტორ რამიშვილის საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა. როგორც გვაცნობეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს უნდა შეხვდნენ.
_მითხრეს, რომ ღამით, დაახლოებით 12 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე სახლში მიუვარდა ნესტორ რამიშვილს. ჩემი ინფორმაციით, რამიშვილი მას დასაქმებას სთხოვდა, წასულა საქმის გარჩევა, ხმამაღალი საუბარი და ბოლოს, როგორც ვიცი, იარაღიც გამოიყენეს. კოტემ ნესტორს თავში იარაღის კონდახი ჩაარტყა. ადამიანი ცუდადაა, წევს სახლში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა, _აცხადებს “გურია ნიუსთან” წყარო.