“გურია ნიუსი” “ენგურჰესთან” დაკავშირებით ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, კახა კალაძეს ესაუბრა.
_ ბატონო კახა, როგორც ამბობენ, ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი” რუსეთის მფლობელობაშია. ხელისუფლებიდან ამ საკითხზე არავინ საუბრობს. ვისია “ენგურჰესი”?
_ რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით იყო კითხვები, თითქოს “ენგურჰესი” გაყიდულია და მართვაში რუსეთის მხარეს ჰქონდა გადაცემული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თუ არ ვცდები, მემორადუმზე, რომელზეც 4 წლის წინ მიმდინრეობდა საუბარი, შეთანხმება არ იქნა მიღწეული. მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვუთხრა, რომ “ენგურჰესი” არის საქართველოსი და ჩვენს მართვაშია.
_ ჰიდროელექტროსადგურზე მომუშავე პერსონალის 80% ფხაზეთის ტერირიაზე მცხოვრები ადამიანია. ამის გამო “ენგურჰესი” აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ხშირად ვაჭრობის თემა იყო.(კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა.ავტ)
_ აფხაზეთი რომ განათებულია, ეს ქართული მხარის დამსახურებაა. “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენრგიის 50-55% მათ მიეწოდება და განათებულია. ეს ასეც უნდა იყოს. აფხაზეთი უნდა იყოს განათებული. ის ჩვენი ტერიტორიაა.