“2013 წლის 19 იანვარს, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 175 მსჯავრდებული.
ა/წ 19 იანვრის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებები დატოვა 922-მა მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა.
სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე პირობითი მსჯავრი მოეხსნა 30-მდე პრობაციონერს.”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.