“აბაშა-სენაკის” გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ტრესტი ნეფტგაზტიკინტი” აწარმოებს.
“ქუთაისი-აბაშის” მონაკვეთზე მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარაჯვებული კომპანია, ერთობლივი საწარმოო “საქმილსადენმშენი და პიი სიტ ნეფთგაზსტროიიზოლია უკრაინა” აწარმოებს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით: “აბაშა-ქუთაისის” გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით მიმდინარეობს. ამ მონაკვეთების მშენებლობის და მილების შესყიდვის თანხა, დაახლოებით 36 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.
მშენებლობა 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების დასრულებას 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ვგეგმავთ. გაზსადენის მშენებლობა რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალების, საუბარია მაღალი წნევის გაზსადენების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, გაზსადენი 30-40 წლის წინ არის აშენებული და კაპიტალურ განახლებას მოითხოვს. ჩვენ 2016-2017 წლისთვის ვგეგმავთ, მთლიანად გვქონდეს ახალი სისტემა, რომელიც ბიზნესის მისცემს გავითარებას საშუალებას.” _ აღნიშნა თვალაბეიშვილმა.