“კოალიციაში არ არის დაპირისპირება და გამიკვირდა, როდესაც წავიკითხე ეს განცხადება, მე ვისურვებდი, რომ ასეთი საკითხები კოალიციის შიგნით ძალიან მეგობრულ და საქმიან გარემოში გადაწყდეს. ცოტა უცნაურია, მართლაც რომ ხელოვნურად ხდება ადგილობრივი კონფერენციების ჩაშლა, გამოსავალი აქ ერთია _ აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ. საერთოდ, ასეთი საკითხები კოალიციის შიგნით უნდა წყდებოდეს,” _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ რეგიონებში კოალიციის კონფერენციების ჩაშლის მცდელობაში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებთან ერთად, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” აქტივისტებიც დაადანაშაულა.