“საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების დღევანდელი განცხადების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ მომავალ კვირას არის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა და კენჭისყრის წინ ეს ძალიან ჩვეულებრივი პროცედურაა. ჩვენ პირველი დღიდანვე ვამბობდით, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის უმრავლესობა ხმებს არ აგროვებს. ეს არ არის იმ ტიპის ცვლილებები, რომელიც სჭირდება “ქართულ ოცნებას”, არამედ ეს სჭირდება ქვეყანას. დღევანდელი განცხადების ამოცანა იყო, რომ საზოგადოებამ კარგად იცოდეს, რაზეა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ ცვლილებები 2004 წელს შევიდა კონსტიტუციაში, რომელმაც სააკაშვილი დაკანონებულ დიქტატორად აქცია. ქართულ საზოგადოებას შევთავაზეთ პოლიტიკური კრიზისის აცილების კონსტიტუციური გზა, ყველა დეპუტატი გააკეთებს საკუთარ არჩევანს. ის არჩევანს გააკეთებს ან ქვეყანაში სტაბილურობის სასარგებლოდ, ან შესაძლებლობას გააჩენს სააკაშვილის მიერ ინიცირებული პოლიტიკური კრიზისის და უფრო მძიმე სიტყვებით რომ ვთქვათ, სამოქალაქო დაპირისპირებისა. ამ არასტაბილურმა კაცმა შესაძლოა, რაღაც მომენტში, როდესაც ისეთ ხასიათზე იქნება. დაითხოვოს საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ამის შემდგომ მოსალოდნელ პროცესებზე ყველა იმ დეპუტატმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინც არ დაუჭერს მხარს ცვლილებებს”, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.