_ სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით ქვეყნის პარლამენტი გავიდა კონსტიტუციური სივრციდან, მიიღო რა საერთაშორისო მასშტაბით უპრეცედენტო გადაწყვეტილება _ არ მიეცა საშულება ქვეყნის პრეზიდენტისთვის, მიემართა პარლამენტისა და ქვეყნისთვის, სადაც პარლამენეტის წევრებს, ბუნებრივია, ექნებოდათ შესაძლებლობა, გამოეთქვათ თავისი მოსაზრებები, დაესვათ კითხვები. ამ გამოსვლის მთავარი არსი იყო მიმართვა ხალხისადმი. ვინაიდან ეს ვერ მოხერხდა პარლამენტის შენობაში, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და როგორც თქვენთვის არის ცნობილი, პრეზიდენტი ეროვნული ბიბლიოთეკიდან გააკეთებს მიმართვას.
ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება პროვოკაცია, რომლის მთავარი მიზანი აღნიშნული შეხვედრის ჩაშლაა. გვინდა განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს ამ ღონისძიების გადადებას და მიუხედავად წინააღდეგობისა საქართველოს პრეზიდენტი მაინც აპირებს მისვლას ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს ქვეყანას და მოწვეულ სტუმრებს.
გვინდა განვაცხადოთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა იმ პროვოკაციაზე, რომელიც დღეს იგეგმება, დაეკისრება საქართველოს მთვარობას და პირადად, პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავად გახლავთ ამ აქციიის ორგანიზატორი, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.