და საზოგადოებასთან შეხვედრას. სწორედ ამ სემინარის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადებები პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნების შესახებ.
ზაზა სოფრომაძე, მთავარი საბჭოს წევრი: “დამთავრდა მორატორიუმის სამთვიანი პერიოდი და ჩვენ გადავდივართ თვისობრივად ახალ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის პოზიცია, ჩვენი აზრით, გარკვეულ წილად კორექტივებას საჭიროებს, თუმცა, ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ქალბატონი ნინო ბურჯანაძე თვითონ გააკეთებს კომენტარებს.
ახალ ეტაპზე გადასვლა, ბუნებრივია, მოითხოვს ახალი ამოცანების გადაწყვეტას, ჩვენმა პარტიამ მიმართა საერთაშორისო რესპუბლიკურ პარტიას დახმარებისთვის და მათი საშუალებით შედგა ეს სემინარი. პირველ დღეს ჩვენ შევხვდით კახეთის რეგიონულ ორგანიზაციებს, მეორე დღეს კი სემინარი ჩატარდა პარტიის ცენტრალურ ოფისთან.
პარტიაში არის საკმაოდ სერიოზული შემომატება, რაც ძალიან სასიამოვნოა. არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, თუმცა, ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ – პარტიის სტრუქტურა გაძლიერდება, ვაპირებთ ძალიან აქტიურად ჩავებათ ქვეყნის პოლიტიკური მოძრაობის ყველა ეტაპში და მზად ვართ ყველა შემდგომ არჩევნებში მონაწილეობისთვის”.