ისინი ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობას დაათვალიერებენ. ეს 17.3 კმ-იანი შემოვლითი გზა ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტის _ იმერეთის 59 კმ-იანი შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ზესტაფონიდან იწყება, გაივლის ქალაქ ქუთაისს, სამტრედიას და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე დასრულდება.
სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, 13:00 საათზე დავით ნარმანია და შოთა მურღულია ქუთაისის მერიაში იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და წევრებს შეხვდებიან.
შეხვედრაზე განიხილავენ 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადებისა და სამთავრობო კომისიისთვის წარდგენის პროცედურებს.