მედიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიისა და სამომავლო პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია სამინისტროს ხელმძღვანელობამ პირადად მიაწოდა.
მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – შალვა ფიფია, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი მანაგაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე, შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და შპს ,,საქართველოს გერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის” დირექტორი ვაჟა კირტავა.
“ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო, ვინაიდან “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაობის ხელშეწყობის” პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის რეგიონალური მედიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დეტალურად გავაცანით ჟურნალისტებს სამინისტროში მიმდინარე და სამომავლო პროგრამები, რომლებიც კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რათა რეგიონის მოსახლეობამდე სწორი ინფორმაცია მივიდეს,”_ განაცხადა დავით კირვალიძემ.
შეხვედრის ბოლოს დავით კირვალიძემ და მთავრობის საგაზაფხულო პროგრამებში ჩართული უწყებების პირველმა პირებმა ჟურნალისტებისგან რაიონებში არსებული პრობლემები მოისმინეს და მათ ყველა შეკითხვას უპასუხეს. რეგიონალური მედიის წარმომადგენლების თხოვნით სოფლის მეურნეობის მინისტრთან მსგავი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება, _ იუწყება სოფლის მეურნეობის სამინსტრო.