კომპანიამ კიტრის მწნილებისა და ტომატ პასტების ასორტიმენტის ზრდასთან ერთად სალათების გამოშვებაც დაიწყო, უფრო მეტიც, საწარმო ბაზარზე ახალი პროდუქციის შეძენა მომხმარებელს საქართველოში წარმოდგენილ ყველა მსხვილ სავაჭრო ობიეტებში შეეძლება.
ამ დროისთვის კი მარნეულის სასურსათო ქარხანა 50–ზე მეტი დასახელების პროდუქციას უშვებს და როგორც ქარნის დირექტორი განმარტავს, ბოლო პერიოდში გაყიდვების მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად იზრდება წარმოებაც. შარშანდელთან შედარებით, “მარნეულის სასურსათო ქარხანამ” ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა კიტრის მწნილების და ტომატ პასტას სარეალიზაციო ქსელში შეტანა. მნიშვნელოვანია, რომ ქარხნის ტომატ პასტას ქართული ბაზრის 30% უკავია.
“ჩვენი მიზანია იმპორტირებული პროდუქცია ქართული ნაწარმით ჩავანცვლოთ. კომპანიის გაყიდვები დღითიდღე იზრდება და ასორტიმენტსაც სულ უფრო მეტად ვაფართოვებთ, კომპანიამ წელს სალათების გამოშვება დაიწყო. ვცდილობთ ყოველწლიურად მომხმარებელს ახალი პროდუქცია შევთავაზოთ,” – აღნიშნავს გაფრინდაშვილი.
„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.
(R)