ამ პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახლადაღჭურვილი ეკოლაბორატორია გაიხსნა. ამ ეკოლაბორატორიაში სასწავლო და სამეცნიერო კვლევებს როგორც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე რეგიონში არსებული გარემოსდაცვითი ორგანიზაციები განახორციელებენ.
მერაბ ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი: “ამ ლაბორატორიის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დღეს პრაქტიკულად ნებისმიერი ეკოლოგიური პრობლემა გავზომოთ ახალციხეში. ეს გამოადგება არა მარტო უნივერსიტეტს, არამედ მთელ მხარეს.”
სტუდენტები ამბობენ, რომ ამ ლაბორატორიის გახსნა მათ დაეხმარებათ მეტი ინფორმაციის მიღებაში, ასევე სხვადასხვა კვლევების ჩატარებაში და თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნის შეძენაში.
ეკოლაბორატორიის გახსნასთან ერთად უნივერსიტეტში არსებული მეტეოსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.