მან პირველად ოზურგეთში, სამთო ქიმიის ქუჩა N10 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი მოინახულა, რომლის გადახურვაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ დასრულდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ და კახი კალაძემ ასევე ქალაქ ოზურგეთში, ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრები, კიდევ ერთი დაზარალებულის, აივენგო მამალაძის საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
_ სტიქიამ რა ზიანიც მიაყენა მოსახლეობას, მაქსიმალურად იქნება ანაზღაურებული, ყველანაირ პირობებს შევუქმნით, რომ დანგრეული აღდგეს, აღდგენითი სამუშაოები სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს, _ განაცხადა კახი კალაძემ.