როგორც “გურია ნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, განცხადებას ამის შესახებ ნახევარ საათში გააკეთებენ.
ქობულეთელი მოსწავლეების მოწამვლის შესახებ “გურია ნიუსს” სანდო წყარომ აცნობა.
დაზუსტებული ინფორმაციით, მოსწავლეები სკოლიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ წუთებში მათ გამოკვლევები უტარდებათ. ადგილზე ახლახანს მივიდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძე და განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი.