ლელოსთვის მზადება მიმდინარეობს. სოფლის ცენტრში უკვე შეკრებილია ახალგაზრდობა და სტუმრების ნაწილი.
ლელო, რომელიც ყოველ აღდგომას იმართება, ხუთ საათზე უნდა დაიწყოს. მანამდე კი კონცერტი გაიმართება, სადაც, როგორც ადგილობრივი, ასევე ქართული ესტრადის ცნობილი სახეებიც გამოვლენ.