შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, დაკავებულები სოფელ მერიასთან მდებარე საავტომობილო გზიდან იპარავდნენ ამავე სოფლის მცხოვრების ალექსანდრე ჩანქსელიანის კუთვნილ 1 სულ მსხვილფეხა-რქოსან პირუტყვს.
_ სამართალდამცველებმა ახალგაზრდები ფაქტზე დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 19-177 მუხლით (ქურდობის მცდელობა) აღიძრა. დაკავებულები გადაყვანილები არიან ქალაქ ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, _ გვითხრა გიორგობიანმა.