https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არის თუ არა ეს ფაქტი, ბატონო პრემიერო?! _ ის, რისი ნახვაც ივანიშვილმა არ ისურვა…

16:05; 14.05.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მთავარი პრეტენზია პრემიერს ჟურნალისტების მხრიდან დასმული კითხვების არარგუმენტირებულობაზე ჰქონდა.

“თქვენ რუპორები ხომ არ ხართ,? ფოსტალიონები ხომ არ ხართ? სად არის ფაქტები?” _ ასეთი იყო მთავარი პათოსი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა პრემიერის რიგით მეშვიდე შეხვედრას მედიასთან.

პრემიერ მინისტრი ივანიშვილი თუ სხვა მედიასაშუალებებს ფაქტების ნაკლებობას  უწუნებდა, “გურია ნიუსის” შემთხვევაში, როდესაც მას კითხვის დასმამდე განვუცხადეთ, რომ ფაქტი (კონკრეტული ხელშეკრულება. ავტ) თან გვქონდა, ჯერ (სანამ გაიგებდა რაზე ვსაუბრობდით. ავტ) განაცხადა, რომ ეს ფაქტი არ იყო, შემდეგ დასძინა, მაინც არ ვნახავო…

თუმცა, ბიზნესს კიდევ ერთხელ შეპირდა ხელშეუხებლობას…

არადა, მედიისთვის გამართულ რიგით მეხუთე შეხვედრაზე, სწორედ “გურია ნიუსს” შეპირდა პრემიერი, რომ ამ ფაქტს შეისწავლიდა. მას სწორედ ამ პირობის შესახებ შევახსენეთ.

რა ხდებოდა მანამდე… 2012 წლის 24 დეკემბერი. ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მედიასთან

გურია ნიუსი: ბატონო ბიძინა, ბოლო დღეებში ძალიან აქტუალური გახდა თემა, არაალკოჰოლურ სასმელზე ელექტრონული აქციზური მარკირების შემოღებასთან  დაკავშირებით. ამ საკითხზე არაერთი მასალა და ჟურნალისტური მოკვლევა მომზადდა. წინა ხელისუფლების დროს შევიდა ცვლილება კანონში, რომელიც ამოქმედდება 2013 წლის 1 იანვრიდან, რომლის თანახმადაც მინერალურ და გამაგრილებელ სასმელებზე დაწესდება დამატებითი გადასახადი.  ამით ძალიან შეშფოთებულები არიან მეწარმეები. როგორც  ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში აცხადებენ, ამ ცვლილების განხორციელებით, ყველანაირ არაალკოჰოლურ სასმელზე ფასი მოიმატებს.

გარდა ამისა, სერიოზული დარღვევებია ტენდერშიც, რომლის თანახმად  მარკირების უფლება მიეცა შვეიცარიულ კომპანია “სიქპას”. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, სატენდერო პირობის მიხედვით, თანხა სწორედ ამ კერძო კომპანიის ბიუჯეტში შევა და არა ქვეყნის.

თქვენს გამოსვლებში ყოველთვის აღნიშნავდით და ბიზნესმენებთან შეხვედრაზეც განაცხადეთ, რომ ყველანაირად შეუწყობდით ხელს ბიზნესის განვითარებას. იცით თუ არა ამ საკანონმდებლო ცვლილების  შესახებ და თუ დაინტერესდებით, რადგან ამის უკან  ძალიან ბევრი კომპანია დგას, რომლებიც ზრდიან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.

ბიძინა ივანიშვილი: საუბედუროდ, მე თქვენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გაგიშლით. არ მაქვს ამის მზაობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ არ შეიცვლება არასდროს – ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესმენებს და  არ გაბედოს ვინმე ჩინოვნიკმა, ჩაერიოს კერძო ბიზნესში და კერძო საკუთრებაში. ხელშეწყობაში კი ვგულისხმობ ინფრასტრუქტურის განვითარებას და კანონების დახვეწას, დამატებითი ბერკეტების გამოყენებას, რომ ინვესტიციები შემოვიდეს.  ვაპირებთ ფონდის შექმნას  და უახლოეს დროში წარმოგიდგენთ. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება კარგად და კომფორტულად იგრძნონ თავი ბიზნესმენებმა.

ჩვენ ყველაფრის საქმის კურსში ვართ. ხმა ძალიან იოლად გადის, ძალიან კარგი ხმები მოდის გარედანაც იმისათვის, რომ ყველაფერი გავიგოთ. შემდეგ,  ხდება ამის გადამოწმება.   ჩვენ ვაპირებთ, თბილი საინვესტიციო გარემო შეიქმნას საქართველოში, რაც ბიზნესმენების თავისუფლებასა და გალაღებას ნიშნავს. საბოლოო ჯამში, ეს იქნება საფუძველი, შეიქმნას სამუშაო ადგილები და საქართველოს თითოეულმა მოსახლემ შეძლოს საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად შეინახოს ოჯახი.

ალბანეთში – პრეზიდენტის ვეტო, ავსტრალიაში – პარლამენტის უარი, საქართველოში – კარტ–ბლანში

ბიძინა ივანიშვილის მიერ მოცემული პირობიდან, რომელიც ბიზნესგარემოს საკანონმდებლო დონეზე გაუმჯობესებას ეხებოდა, 5 თვე გავიდა. ამ ხნის მანძილზე ჩვენ აქტიურად ვაგრძელებდით ჟურნალისტურ გამოძიებას შვეიცარულ კომპანიასა და ფინანსთა სამინისტროს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს.

ბიძინა ივანიშვილის მოცემული პირობიდან 5 თვის თავზეც კი არავინ დაინტერესებულა ამ ხელშეკრულებით, რომელიც აშკარა კორუფციულ გარიგებას შეიცავს და რაც ყველაზე მთავარია, ანტიკონსტიტუციურია. ყველაფერი მხოლოდ ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის სიტყვიერი დაპირებების დონეზე დარჩა, რომელიც პერიოდულად ხვდებოდა მეწარმეებს და ეუბნებოდა, რომ მარკირების პროცესი დროებით შეჩერებულია. თუმცა, რატომ არ დაინტერესდნენ ამ ხელშეკრულებით სათანადო ორგანოები, ჩვენთვის უცნობია… ფაქტი ისაა, რომ კანონის დონეზე მიღებული ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება რომელიმე მინისტრის სიტყვიერი განცხადებების დონეზე არ უნდა რჩებოდეს.

კანონპროექტის ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გახლდათ, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა. საუბარია წინა ხელისუფლებაზე, რომელმაც ისე სასწრაფოდ შეიტანა ცვლილება არააქციზური საქონლის მარკირების შესახებ კანონში, რომ ერთი ექსპერტისთვისაც კი არ უკითხავთ მოსაზრება.

არადა, რომელიმე ექსპერტისთვის, ან ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, (თუნდაც საერთაშორისოსთვის) მოსაზრება რომ ეკითხათ, ვინმე მაინც ეტყოდა, რომ უალკოჰოლო სასმელებზე ელექტრონული მარკირება არც წამყვან განვითარებულ და არც განვითარებად ქვეყნებში  ხდება. არსებობს ცალკეული შემთხვევები და სულ რამდენიმე ქვეყანა აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც მსგავსი სისტემა ფუნქციონირებს და იქაც ადგილობრივი დიქტატორებისა თუ მონარქების ბიზნესებიდან შემოსავალი არ დაუმალონ.

უფრო მეტიც, ალბანეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ალბანეთში შვეიცარული კომპანია “სიქპას” მიერ მარკირების შემოღებას, ავსტრალიაში კი პარლამენტმა არ დაუჭირა მის შემოღებას მხარი. ორივე შემთხვევაში მიზეზი გადასახადების გადიდების დაუშვებლობა და კორუფციის საფრთხე იყო.

აშშ -ს სასამართლო კი “სიქპას” პატენტთან დაკავშირებით ამჟამად სარჩელს იხილავს.

დაკანონებული საიდუმლო კონტრაქტი მედიისთვის_ არის თუ არა ეს ფაქტი, ბატონო ბიძინა?!

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სიქპას შორის დადებული ხელშეკრულება “საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების ინტეგრირებული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების შესახებ 48 გვერდისგან შედგება”.  ხელშეკრულება დღესაც ძალაშია და რამდენიმე ადგილისაა ჩადებული პუნქტი იმის შესახებ, რომ დეტალების გამჟღავნება მედიისთვის კატეგორიულადაა აკრძალული.

მუხლი 31.5 .1 არ გაუმჟღავნოს ან დაუშვას წინამდებარე ხელშეკრულების დეტალების გამჟღავნება მასმედიისა და  რომელიმე მესამე მხარისთვის, გარდა მიმწოდებლებისა.

მუხლი 49. სიქპას არ აქვს უფლება გააკეთოს რაიმე განცხადებები პრესაში  ან გამოაქვეყნოს წინამდებარე  ხელშეკრულება ან მისი შინაარსი რაიმე ფორმით შემოსავლების სამსახურის წინასწარი თანხმობის გარეშე.

ეჭვის საფუძვლად მხოლოდ ეს პუნქტებიც საკმარისია, ხელშეკრულების გაუქმებისთვის კი, როგორც ექსპერტები და იურისტები მიიჩნევენ, არაერთი მიზეზი არსებობს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: გადასახადების შესახებ საკონსტიტუციო გარანტიები გათვალიწინებულია როგორც კონსტიტუციით ისე ორგანული კანონით “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” (2011), რომელთა თანახმად  2013 წლის ოქტომბრისთვის  იარსებებს მხოლოდ შემდეგი გადასახადები, კერძოდ”

1. საშემოსავლო გადასახადი; 2. დღგ; 3. ქონების გადასახადი; 4.  იმპორტის გადასახადი; 5. აქციზი.

სიქპა-ზე განპიროვნებული “ფარული აქციზი” არ განეკუთვნება გადასახადს, შესაბამისად, არც მისი არსებობაა შესაძლებელი.

ექსპერტების განცხადებით, აღნიშნული საკითხი უნდა დაექვემდებაროს გამოძიებას როგორც სამართლადამცავი ორგანოების, ასევე პარლამენტის მიერ – დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მეშვეობით, რომელიც შეისწავლის კონკრეტულ საკითხს – სიქპა-ს უკანონო შერჩევის საკითხს და სიქპა-ს საქართველოს ხელისუფლების მიერ სავარაუდო ლობირების საკითხს.

შესწავლას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ საკონკურსო პირობების თანახმად,  2012 წლის 03 თებერვალს, 2011 წლის 10 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შვეიცარული კომპანია “სიქპა სიქურითი სოლუშენსი”.  კომპანია “სიქპა სიქურითი სოლუშენს სოლუშენს ჯორჯია” 2008 წლის 4 აპრილსაა დაფუძნებული, კონკურსში მონაწილე კომპანიებისთვის კი დაწესებული იყო ხუთწლიანი გამოცდილების მოთხოვნა.

თუმცა, ამ პირობას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ სამწლიანი გამოცდილების “სიქპას” მოეგო ტენდერი, რითაც დაირღვა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მარკირების მომსახურებას განახორციელებდა “შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი.”

ამ 49 გვერდიან ხელშეკრულებაში, რომელიც პრემიერმა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე უარყო როგორც ფაქტი, თითოეული პუნქტი არა მხოლოდ შესწავლას, საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს.

ვფიქრობთ, საკმარისზე მეტი ფაქტები გვქონდა იმისთვის, რომ პრემიერს მყისიერი უარი არ ეთქვა მათზე და მითუმეტეს, ეჭვი არ შეეტანა ჩვენი და ფაქტების სანდოობაში.

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ: 41-ე საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო პროგრამაში მითითებულია, რომ შემცირდება აქციზით დასაბეგრი საქონლის ჩამონათვალი, და აქციზით დაიბეგრება მხოლოდ ფუფუნების საგნები…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რეალური ფაქტები სპეციალურად “კოჰაბიტაციას აყოლილი“ ხელისუფლებისთვის!

კოტე კუბლაშვილი: "სწორედ ახლა არის ამის დრო"

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12:21; 10.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და ამოტრიალდა

11:47; 10.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი

10:10; 10.02.2026
პოლიტიკა

პიტერ სიიარტო – ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიჩნევს, რომ საქართველო დისტანციაზე უნდა ჰყავდეს

10:04; 10.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

10:00; 10.02.2026
ზაფრანი

წელიწადის რომელ დროს რა უნდა აკეთოს ადამიანმა   

9:51; 10.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მოღალატე და ერთგული ზოდიაქოს ნიშნები   

9:49; 10.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ერთგული მამაკაცები   

9:48; 10.02.2026
ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9.02.2026
სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9.02.2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

17:09; 9.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
0

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო