_ ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე პრემიერ ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს.
“პრემიერის განცხადებები არასერიოზულია. ამაზე ფიქრი და განსჯა არ შეიძლება. იმიტომ, რომ პრემიერი მიეჩვია, ყველა დღე, ყოველ კვირეულად შეიცვალოს გადაწყვეტილებები.
დაველოდოთ მოვლენებს და პროცესებს. რაც შეეხება პრემიერის განცხადებებს, მას სერიოზულად ვერ განვიხილავ. ჩემი აზრით, ამ კაცის ხელში ქვეყანა არის ძალიან დიდ გაუგებრობაში. ერთადერთი, სადაც პრემიერი კომპეტენციას ავლენს, ეს არის ჟურნალისტიკა. გირჩევთ, რომ მისი რჩევები გაითვალისწინოთ, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, პრემიერი არის ძალიან დიდი კვალიფიკაციის და გამოცდილი ჟურნალისტი,” _ განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.