ისინი პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. სენაკელებმა უკვე გაგზავნეს მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე კიდევ ერთ განცხადებას შეიტანენ და ითხოვენ დავით უსუფაშვილთან შეხვედრას.
აქციის მონაწილის ნოდარ ლაშქარავას თქმით, ქუთაისიდან დაბრუნების შემდეგ ისინი სენაკის გამგეობის წინ შიმშილობას დაიწყებენ და არ შეწყვეტენ იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
თეკლათის თემის მოსახლეობა 2010-წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ თეკლათის თემის ტერიტორიაზე 190-ჰექტარი მიწის გასხვისების დროს გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 190-ჰექტარი მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად _ 1000 ლარად გაიყიდა.