_ მე მინდა ვაცნობო საზოგადოებას, შეხვედრა შედგება დღეს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, მონაწილეობას მივიღებ მე, როგორც უმცირესობის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ვფიქრობ, ეს შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა, ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მე ვაპირებ ამ შეხვედრაზე დავაყენო ყველა ის საკითხი, რომელიც ჩემი და ჩვენი შეფასებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ოპოზიციური ძალისთვის.
მე ასევე ველი პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან დაყენებული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც მათი შეფასებით და მათი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს ხელისუფლებისთვის. _ განაცხადა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის და დასრულდება კონკრეტული პოზიტიური შედეგებით.