ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. უსუფაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, თბილისში პარლამენტის შენობის რემონტი და აღჭურვა მიმდინარეობს და შენობა მზად უკვე წლის ბოლოს იქნება. საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებს პარლამენტი ისევ ქუთაისში გააგრძელებს, ამჟამინდელი შენობა კი პარლამენტის განკარგულებაში დარჩება.
უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტი მხოლოდ თბილისში არ იფუნქციონირებს _ სხვადასხვა სახის საქმიანობებს საკანონმდებლო ორგანო ქუთაისშიც განახორციელებს.