რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 94 ხელნაწერის UNESCO-ს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში _ “მსოფლიო მეხსიერება” შეტანას მიეძღვნა.
2012 წელს, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და ბოდლეს ბიბლიოთეკამ (ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), UNESCO-ს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში _ “მსოფლიო მეხსიერება” შესატანად, ამ ორ დაწესებულებაში დაცული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი კოლექციის ერთობლივი, ქართულ-ბრიტანული ნომინაცია (სულ 96 ერთეული, აქედან 94 ერთეული დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ხოლო 2 ერთეული ბოდლეს ბიბლიოთეკაში) წარადგინეს.
წარდგენილმა განაცხადმა, 2013 წლის ივნისში, ყველა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა და ვეფხისტყაოსნის უძველესი კოლექცია მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნუსხაში იქნა შეტანილი.
აღნიშნული ფაქტი, ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს წარმატებას და ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციის UNESCO-ს მიერ კიდევ ერთ საერთაშორისო მასშტაბის აღიარებას წარმოადგენს.
პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დუგ მაკმილანი და საქართველოში UNESCO-ს ოფიციალური წარმომადგენელი.