_ხმაური არ გაგვიგია, თუმცა ნაკვალევი და დამტვრეული ტოტები, ნაჭამი თხილი თუ სხვა ხილი უდავოდ ადასტურებს, რომ დათვია ნამყოფი. გახსოვთ, ალბათ, რომ გასულ წელსაც მოხდა ასეთი ფაქტი, დათვი ჩამოვიდა მთიდან და ნაკვეთში მსხმოიარე ხილი გაგვინადგურა. ატმის ნაყოფი პირდაპირ ხეზე იყო ნაჭამი, თთქოს ადამიანმა ჩაკბიჩა. ახლა ყურადღებით ვარ, რომ მსგავსი კიდევ არ მოხდეს, _ გვიამბობს გია დოღონაძე.
აღსანიშნავია, რომ დათვი გასულ წელსაც გამოჩნდა ჭანიეთში და ადგილობრივი მკვიდრის მურმან ქავთარაძის ძროხა შეჭამა, რის შესახებაც მაშინ წერდა ჩვენი გაზეთი.
სოფელ ჭანიეთის გამგებელი დათო მჟავანაძე „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ ამ ფაქტის შესახებ საქმის კურსსია და ღონისძიებას გაატარებს.