საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პროცესი, შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დასრულდეს. ქუცნაშვილის ამბობს, რომ ბიომეტრიული მონაცემებით საარჩევნო სიები უპრეცედენტო ფაქტია და ის არც ერთ ქვეყანას არ აქვს.
“ჩვენ, პოლიტიკოსებს, ხალხის ფულის მაქსიმალურად გაფრთხილების ვალდებულება გვაქვს. ამიტომ შევეცდებით, პროცესი იმაზე ბევრად ნაკლები დაჯდეს, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების პირობებში იყო გაცხადებული,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ბიომეტრიული მონაცემებით სიების დაკომპლექტება ამომრჩევლის ფოტოსურათის მეშვეობით მოხდება. მონაცემთა ბაზაში ფოტოსურათს სხვა მონაცემებს შეადარებენ, რომ სიაში ერთი და იგივე სუბიექტების მოხვედრა გამოირიცხოს. პროცესს უშუალოდ იუსტიციის სამინისტრო უხელმძღვანელებს.