შეხვედრაზე განხილული იქნა საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლებასთან დაკავშირებით; ცვლილების პროექტი პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ და ცვლილება კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო ქვორუმთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ზურაბ აბაშიძე, გიორგი კახიანი და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე.