პოლონური ალპინისტური ექსპედიციის წევრებმა მწვერვალ შხარაზე ასვლა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. 3950 მეტრზე ექსპედიციის ერთ-ერთ წევრს დაზღვევამ უმტყუნა და სიმაღლიდან მოწყდა, რის გამოც ექსპედიცია შეფერხდა და გზის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.
ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფი სრული სამთო სპეცაღჭურვილობით ახორციელებდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას ექსპედიციის ყველა წევრს მიაკვლიეს. საძიებო-სამაშველო ოპერაცია ამინდის გაუარესებისა და ცუდი ხილვადობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში ფერხდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ექსპედიციის ოთხივე წევრი მესტიაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ.