აკადემიური საბჭოს 12 წევრი და რექტორობის 13 კანდიდატი ამ წუთებში იკრიბება საარჩევნოდ განკუთვნილ აუდიტორიაში. გიორგი ქავთარაძემ, ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატმა საარჩევნო პროცესს „ საიდუმლო სირობა „ უწოდა, მწერალი ერეკლე დეისაძე კი ყველაზე დიდ ქართველ პროზაიკოსად გამოაცხადა:
„მინდა მოგმართოთ ჟურნალისტებს და ქართულ საზოგადოებას და უხეშად განვაცხადო, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არის ავად და მინდა გკითხოთ, თუ იცით ვინ არის ყველაზე დიდი თანამედროვე ქართველი მწერალი? ასეთი არის ერეკლე დეისაძე, რომელიც ითვლება დიდი ქართველ მწერლად და მინდა მას დავესესხო ფრაზა. ის რაც ახლა ხდება უნივერსიტეტში, არის წარმოდგენა, სანახაობა და საიდუმლო სირობა. 12 კაცი იკრიბება, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და აირჩიოს ერთი რექტორი,“- ამბობს რექტორობის კანდიდატი.