მათი განცხადებით, ეზოში ერთ-ერთ მეზობელს, რომელიც ამხანაგობა “მედუდუკეების” ყოფილი თავმჯდომარე იყო, გახსნილი ჰქონდა საროსკიპო, რითაც შეწუხებულნი იყვნენ სახლის ბინადრები.
როგორც ნინო ბერიამ განაცხადა, უკვე წლებია ანალოგიური განცხადებით სხვადასხვა სტრუქტურაში დადიან, მაგრამ სამართალი ვერსად ჰპოვეს, სწორედ ამიტომ მიმართეს დახმარებისთვის ” საქართველოს არწივს”.
მოძრაობის პრეზიდენტმა, გელა მებონიამ აღნიშნული თემა ბრიფინგზე გაიტანა და სამართალდამცავებიც საქმის კურსში ჩააყენა. სულ რამდენიმე ხანში ხსენებული საროსკიპო “ქართული არწივისა” და ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევითა და ოპერატიული მუშაობის შედეგად დაიხურა.
ღვინის აღმართზე მცხოვრები მადლიერი მოქალაქეები გელა მებონიასთან მივიდნენ და მადლობა გადაუხადეს გვერდით დგომისთვის და თბილისელებზე ზრუნვისთვის.
გუშინ კი, მოძრაობა “ქართული არწივის” აქტივისტები, პრეზიდენტი გელა მებონია და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჭიჭი გაბისონია პოლიციელებს სამმართველოში ესტუმრნენ და მადლობა გადაუხადეს მოწოდების სიმაღლეზე დგომისთვის.
(R)