ეს იყო პირადად შტაბის ხელმძღვანელის _ დავით საგანელიძის გადაწყვეტილება, _ ასე განუცხადა “გურია ნიუსს” ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ერთი თვის წინ.
ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მალევე მოჰყვა პარტია ” ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარისგან დავით დარჩიასგან. ის არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი ინფორმაციით, მალე მერაბ ჭანუყვაძე ” დაიბლოკა”.
ახლა კი, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ პოსტზე დავით დარჩია და დავით კუკულაძე განიხილება.
დავით დარჩია თავის კანდიდატურასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა, ჩვენი წყაროს ცნობით, საარჩევნო შტაბის უფროსად მისი დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია.
ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს პარტია” ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, ხოლო პარტიის თავმჯდომარე არმაზ ახვლედიანი სმს შეტყობინებით გვწერს, რომ ეს საკითხი ჯერ არც ერთ რაიონში გადაწყვეტილი არ არის.
ჩევნ დავუკავშირდით პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს მდივანს ირინა იმერლიშვილს, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” ასეთი კომენტარი გააკეთა:
“შტაბები ჯერ არსად არ გახსნილა. არსებობენ კოალიციის ადგილობრივი ორგანიზაციები, მაგრამ შტაბის ფორმატში ჯერ არ დასახელებულა არც ერთ რაიონში. პროცედურა არის ასეთი _ კოალიციურ ექვსიანზე იხილავენ შტაბის უფროსების კანდიდატურებს. ძირითადად, როგორც წესი, ესენი არიან ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები, ოღონდ ეს დეტალები ყველაზე კარგად იცის დავით საგანელიძემ. შტაბის ხელმძღვანელი ის არის და ის ესწრება ხოლმე ამ ექვსიანის სხდომებს. მე შემიძლია გითხრათ, რომ არა მხოლოდ ოზურგეთში, ჯერ არც ერთ რაიონში არ დანიშნულა შტაბის უფროსი. მე, როგორც ვიცი, ბატონი დავითი სექტემბრიდან ვარაუდობს ყველგან დანიშნოს შტაბების ხელმძღავნელები, ჯერჯერობით, გადაწყვეტილად არაფერია,” _ გვითხრა ირინა იმერლიშვილმა.