პრეზიდენტის სასახლეში გამართული საზეიმო ცერემონიალის შემდგომ გამართულ პირისპირ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. ამასთან, საქართველოს ელჩმა თურქეთის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არჩევნების გზით ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან და მიღწევებთან დაკავშირებით.
თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა და წარმატებები უსურვა ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში.
საქართველოს ელჩმა გამოხატა მადლიერება თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს თბილი მიღებისათვის.
პრეზიდენტმა და ელჩმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის რეგიონალური პროექტების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროებაზე.