მოდის თავსხმა წვიმა, ადიდებულია მდინარეები, ზღვის დონე საკმაოდ მომატებულია, მძვინვარებს ქარიშხალი.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა ლალი მოროშკინამ გვითხრა, რომ დღეს ქობულეთში იმართებოდა პრესკონფერენცია და იგი მასზე დასასწრებად იყო ჩამოსული. მოროშკინას თქმით, მის ორი დღის ნაყიდ მანქანას ქარისგან მოხეთქილი ხე დაეცა და ავტომობილი დაამტვრია: _ მე სულ რაღაც ათი წუთის გადმოსული ვიყავი მანქანიდან და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს, _ გვითხრა ქალბატონმა ლალიმ.
ამ წუთებში შეკვეთილში ისევ ძლიერად წვიმს, წაქცეულია ელექტროგადმცემი ბოძები და სადენები მიწაზე ყრია, შუქი არც ურეკს მიეწოდება.
წაქცეული ხეების გამო, გზა რამდენიმე ადგილზე ჩახერგილია.
ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და მაშველები.