ამ დროისთვის კომისიაში 277 განცხადებაა შესული.
_ ვიღებთ ნებისმიერ პიროვნების განცხადებას, რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ დროისთვის (30 აგვისტო), 277 განცხადება შემოვიდა, 38 უბანზე კი 228 წევრია ასარჩევი. 19 საარჩევნო უბანზე შემოსული განცხადებების რაოდენობა არასრულია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თემურ კუტუბიძემ.